18:13 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
საპატრულო პოლიცია

კახეთში ბრაკონიერებმა გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (531)
397 0 0

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბესო შუბითიძე ალაზნის მიმდებარედ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.  

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. გურჯაანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს, იუწყება ImediNews-ი.
ადგილობრივების ვარაუდით, შუბითიძეს საფანტიანი თოფიდან ბრაკონიერებმა ესროლეს. 

„ორნი იყვნენ. მდინარეში ვიყავით შესულები, რა დროსაც გაისროლეს და გულმკრედის არეში და სხეულის სხვა ადგილზე მივიღე დაზიანებები. ახლა გურჯაანის საავადმყოფოში ვარ. ორნი იყვნენ, ვერ ამოვიცანი, რადგან ნიღბები ეკეთათ", — განუცხადა დაჭრილმა „იმედინიუსს“.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბესო შუბითიძე ალაზნის მიმდებარედ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.  

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (531)

მთავარი თემები