თბილისი, 22 მარტი — Sputnik. გურჯაანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს, იუწყება ImediNews-ი.
ადგილობრივების ვარაუდით, შუბითიძეს საფანტიანი თოფიდან ბრაკონიერებმა ესროლეს.
„ორნი იყვნენ. მდინარეში ვიყავით შესულები, რა დროსაც გაისროლეს და გულმკრედის არეში და სხეულის სხვა ადგილზე მივიღე დაზიანებები. ახლა გურჯაანის საავადმყოფოში ვარ. ორნი იყვნენ, ვერ ამოვიცანი, რადგან ნიღბები ეკეთათ", — განუცხადა დაჭრილმა „იმედინიუსს“.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბესო შუბითიძე ალაზნის მიმდებარედ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.