15:42 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
137 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ორი ნიღბიანი, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით შეიჭრა

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სენაკში ორმა ნიღბიანმა სუპერმარკეტი „მაგნიტი" დააყაჩაღა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ორმა ნიღბიანმა, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღის გამოყენებით, ფული მოითხოვა, ხოლო როცა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სალაროში ფული არ იყო, გასვლისას მათ, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი შოკოლადი გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს.

ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

 

მთავარი თემები