14:53 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
მართლმსაჯულება

მოსამართლემ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
115 0 0

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციაზე შეკრებილები დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვდა.

დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ აღიარეს, მაგრამ ის მაინც პატიმრობაში რჩება>>>

კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ დეპუტატები, რომლებმაც კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას მოაწერეს ხელი. მისი განმარტებით, 27 დეპუტატი დავით კირკიტაძეს თავდებში უდგება და პასუხისმგებლობას იღებს, რომ ის გამოძიებას არ მიემალება.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ 25 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოსამართლეს დაკავებულის პასპორტი და პირადობის მოწმობა გადასცა და განუცხადა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კირკიტაძე საქართველოს საზღვრების დატოვებას და გამოძიებისთვის თავის არიდებას არ აპირებს. სასამართლოს გადასცეს ასევე 15 ათასი მოქალაქისა და პარლამენტის დეპუტატების ხელმოწერები კირკიტაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად გათავისუფლების თავდებობის შესახებ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზსა და შენობის ეზოში პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.

თელავში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატის ავტომობილის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავეს>>>

დავით კირკიტაძე გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.

გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა. თავად კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

თავად დავით კირკიტაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ შსს-ს უნდობლობას უცხადებს.

კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი თემები