რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახი მოიწამლა

გამოწერა
ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული ოჯახი საავადმყოფოში რჩება

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ორი წლის ბავშვია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და „სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიული ბრიგადა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გორში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი მოიწამლა

მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ექიმები აცხადებენ, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩახსნეს სისტემიდან.

ყველა ახალი ამბავი
0