ფინანსთა სამინისტრომ „ფრესკოს“ მფლობელის ვიდეომიმართვის შემდეგ ქსელის შემოწმება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება მწვავედ გააკრიტიკა და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდა

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასურსათო მაღაზიათა ქსელ „ფრესკოს“(Fresko) მფლობელმა ვასილ სოფრომაძემ ამ უწყების თანამშრომლებს დანაშაულებრივ ქმედებებში დასდო ბრალი, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რაში გაუსწრო საქართველომ პორტუგალიას, ლიეტუვას, ლიტვასა და პოლონეთს? >>

სოფრომაძემ ოთხშაბათს სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ ფინანსთა თანამშრომლები მის მაღაზიებში პროდუქციას იპარავენ და პერსონალს იარაღით ემუქრებიან.

„რაც შეეხება ბატონი ვასილ სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე. პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
TBC Bank–ის საქმე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა უშედეგოდ დასრულდა

იქვე აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა უკვე დაიწყო.

„შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში,  თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყების მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, იარაღის ტარების უფლება არ აქვთ.

ამავე დროს, თუ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები არ დადასტურდა, ფინანსთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სასამართლოს და სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიშის მოხდა.

ბიზნესმენები საქართველოში საბანკო კრედიტებს სახელმწიფო გარანტიებით მიიღებენ >>

ბიზნესმენის მხრიდან ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა

„როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო. საგამოძიებო ორგანოები ყოველთვის მზად არიან... თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებად უმოკლეს ვადაში. ამაზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობაც ავიღო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში.

სოფრომაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გამოთქვა, რაც 2018 წლის 20 თებერვალს სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მისი კუთვნილი „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საგადასახადო შემოწმება დაიწყო.

შემოწმების შედეგებს სოფრომაძე არ ეთანხმება. ამ საკითხით ახლა შემოსავლების სამსახურის საჩივრების განხილვის საბჭოა დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0