სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის: დაჭრილია სამი ადამიანი

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის ჩხრეკისას პოლიციამ სამხილის სახით დანა ამოიღო.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 16 წლის მოზარდი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა სკოლაში – დაჭრილია ერთი მოზარდი

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე 2 მარტს მოზარდებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ერთ–ერთმა მოზარდმა სამ არასრულწლოვანს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი კლინიკიდან გაწერეს, ერთი კვლავ განაგრძობს მკურნალობას.

მოზარდი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის იარაღი – დანა სამხილის სახით ამოიღეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ძალადობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0