თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე: შსს–მ საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს
შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძევლები, რომლებიც თავდამსხმელებმა შუა ქუჩაში დატოვეს, პოლიციას ჩვენებებს აძლევენ.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იარაღის უკანონო შენახვა–ტარების მუხლებით აღძრა.

ბანკის ფილიალზე თავდასხმა პარასკევს, დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა, თუმცა თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის გამოძახება მოასწრეს.

ბოროტმოქმედებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციელებმა საპახუსო ცეცხლი არ გახსნეს, რადგან თავდამსხმელებს მძევლად გოგონა ჰყავდათ აყვანილი, ამასთან ქუჩაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქართული მასმედიის ცნობით, ბოროტმოქმედებმა გოგონა და მისი მეგობარი ჯერ კიდევ ღამით გაიტაცეს. სწორედ მათი ავტომობილით მივიდნენ ისინი ბანკის დასაყაჩაღებლად. მამაკაცს ხელები შეკრული ჰქონდა და მომხდარი ინციდენტის პერიოდში მანქანის საბარგულში იმყოფებოდა, გოგონა კი ბოროტმოქმედებთან ერთად მანქანის სალონში იყო. დამნაშავეებმა ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პოლიციისგან მიმალვა შეძლეს.

გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შსს-ში აცხადებენ, რომ ქურდებმა ბანკიდან თანხის გატაცება ვერ შეძლეს. ჯერჯერობით მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბრალდებულებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0