„მცემდნენ ქამრით და მემუქრებოდნენ" – მოზარდი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდის მტკიცებით, პოლიციელებმა მას დანაშაულის აღიარება აიძულეს.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და არასრულწლოვანის ცემაში ედება ბრალი, იუწყება ტელეკომპანია Pirveli TV.

ინციდენტი ბოლნისში მოხდა. მოზარდი იხსენებს, რომ ერთ დღეს, როცა იგი სკოლიდან გამოვიდა, მასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები მივიდნენ და ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მისი მტკიცებით, იგი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც ქამრით, გასაღებით, ბოთლით სცემეს და ხელი მოტეხეს.

 „მეუბნებოდნენ შენ მოიპარეო, მე კი ვერ ვუმტკიცებდი, რომ მე არ ჩამიდენია და ფიზიკური ძალდატანების ქვეშ იმ დანაშაულის აღიარება მაიძულეს, რომელიც არ ჩამიდენია“, – განაცხადა არასრულწლოვანმა. 

„ლიბერთი ბანკის“ ფილიალი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პოლიციელი

დაზარალებულის დედის განცხადებით, მომხდარის შემდეგ მოზარდი გაათავისუფლეს და იგი ჯერ ბოლნისის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ჰოსპიტალში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მოზარდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც იგი დედასთან ერთად ბოლნისში დაბრუნდა, მათთან სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი მივიდა და მომხდარი ინციდენტის დაფარვის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.

„ჩვენ ფული არ ავიღეთ, მაგრამ მათ მაინც დაგვიტოვეს, თითქოსდა ოპერაციის შემდეგ გადახვევების გასაკეთებლად ბინტი რომ მაინც გვეყიდა. მათ 200 ლარი მოიტანეს“, – იხსენებს არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პოლიციელს, რომელსაც მოზარდი ცემაში ადანაშაულებს, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა. საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მოზარდი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს და მას ძვირფასეულობის ქურდობა ედება ბრალად. დაკავებულს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, რვა ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობა აღმოაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0