თბილისი, 5 მარტი - Sputnik. თბილისში, თემქაზე, პოლიციის მეშვიდე განყოფილებასთან მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გიორგი კობახიძის მტკიცებით, პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
პოლიციის განყოფილებასთან ამ წუთებში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.