თბილისში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა ბენზინი პოლიციის განყოფილებასთან გადაისხა

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. თბილისში, თემქაზე, პოლიციის მეშვიდე განყოფილებასთან მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გიორგი კობახიძის მტკიცებით, პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

პოლიციის განყოფილებასთან ამ წუთებში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0