18:13 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
საქართველოს პროკურატურის შენობა

პროკურატურის თანამშრომლებმა ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააკავეს

© Sputnik / Levan Avlabreli
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
120 0 0

ბრალდებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააკავეს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან რკვევა, რომ ბრალდებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ევალებოდა: სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება.

„2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ“ სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს. სამუშაოს პროცესში დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის გამო ტექნიკურმა ზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებითა და პროექტის დარღვევით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისი დოკუმენტაცია დაეწერა ბრალდებულს, რომელსაც სრული წარმოდგენა ჰქონდა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე, თუმცა მან დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

ბრალდებულმა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა შპს „ტობეს“ და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა.

მატერიალურმა ზიანმა 347 ათას ლარამდე შეადგინა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები