თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში პატრულ-ინსპექტორი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უწყება მესაზღვრე-კონტროლიორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს („სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“). დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.