ბათუმში ქალისა და მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის საავადმყოფო
ბათუმის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ბათუმში შაბათს ქალი და მამაკაცი დაჭრეს, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამართალდამცველებმა სამი პირი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.

ორივე დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მათ ოპერაცია ჩაუტარდათ. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე, 236-ე და 239-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და იარაღით ჩადენილ ხულიგნობას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0