ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

© courtesy of Miho Neimanავტობუსები გაჩერებაზე ბაზართან ქუთაისში
ავტობუსები გაჩერებაზე ბაზართან ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი გაჩერების აღმნიშვნელ რკინის კონსტრუქციასა და საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში: დაშავდა 10 ადამიანი

შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, BMW-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, ამის შემდეგ მოცურდა და ჯერ გაჩერების აღმნიშვნელ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელ კორპუსს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0