ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში: დაშავდა 10 ადამიანი

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარზე გამოძიება კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

შსს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0