19:42 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)
278 0 0

მას შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატებმა ვიდეო „პოლიტიკოსების ჯგუფური სექსი“ მიიღეს, საკითხით შსს დაინტერესდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში ყველაზე ორიგინალური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად დეპუტატებს, მათ შორის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დავით მათიკაშვილს პორნოვიდეოს ბმული გაუგზავნა სახელწოდებით „პოლიტიკოსების ჯგუფური სექსი“, რის შემდეგაც საქმეში შსს ჩაერთო.

ჯაფარიძემ ამ ფორმით გააპროტესტა პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეოს სოციალური ქსელით გავრცელების გამო 18 ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან ოთხი პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულთა შორის პარტია „გირჩის“ წევრებიც არიან.

ბრალდებულთა განცხადებით, მათ უბრალოდ გახსნეს მიღებული ბმული. ამის გამო მათ „ინტერნეტის საშუალებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო გამოყენება ან გავრცელებისთვის“ 4-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

„იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოფიციალურ, პარლამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით „პოლიტიკოსების ჯგუფური სექსი", რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად... ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?" – დაწერა ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამასთან, მან გაავრცელა იმის დამადასტურებელი სქრინი, რომ დეპუტატმა ჩამოტვირთა ვიდეო.

მათიკაშვილი პორნოვიდეოს მიღებას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ის პოლიციელებმა გახსნეს და ჩამოტვირთეს.

„ჩემ მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების შემდეგ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად პროცესუალური მოქმედების ფარგლებში გაიხსნა ეს ვიდეო და პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ ვიდეოს პერსონაჟი – პარლამენტარი, სულაც არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრი. ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ჯაფარიძის ქმედებას პროვოკაცია უწოდა, თუმცა მის მთავარ მიზანს მიხვდა.

„ეს ხუმრობა არ არის, ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ამ პროვოკაციული აქციის მიზანი ჩემთვის გასაგებია და შეიძლება იმაშიც დაგეთანხმოთ, რომ მიდგომები დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა იყოს დიფერენცირებული დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარი გაკეთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

„მიმდინარე წლის 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურებრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეოფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან“, – ავრცელებს შსს-ს კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარტია ორიგინალური დასახელებით „გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა. პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 2018 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა და ამომრჩევლის ხმების 2,26%-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.

„გირჩმა" დაარსების დღიდან მიიპყრო ქართველი ახალგაზრდების ყურადღება არაორდინარული და თამამი იდეებით. 2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

გარდა ამისა, 2017 წელს „გირჩმა" ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია დაიწყო. პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურის სახით აყვანა დაიწყო. კანონის თანახმად, მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალება. შედეგად, „გირჩის" ამ აქციის გამო, ბოლო მონაცემებით, ხელისუფლებამ ჯარში 4,3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

 

თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)

მთავარი თემები