ვითარება საქართველოს გზებზე: დაწესდა შეზღუდვები

© photo: Sputnikშეზღუდვები გზებზე
შეზღუდვები გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე (138-158 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ვრცელდება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტზე.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0