თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე (138-158 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ვრცელდება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტზე.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.