10:21 30 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6232
  • 100 RUB4.2168
  • USD3.2896
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)
34702

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოკადრები გადაღებულია არა სკოლის, არამედ ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik.  სოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა. ტელევიზიის მტკიცებით, პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელში მოსწავლეების ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა. სკოლის ადმინისტრაცია, ასევე განათლების სამინისტრო უკვე საქმის კურსშია. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებმა საკუთარი შვილების სხვა სკოლაში გადაყვანის შესახებ განცხადება უკვე დაწერეს.

„ერთ-ერთი კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ, ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს", - განაცხადა ბათუმის რესურს-ცენტრის ხემძღვანელმა გოჩა დავიტაძემ Rustavi2-თან ინტერვიუში.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს>>>

დავითაძის სიტყვებით, აღნიშნული ვიდეოკადრები გადაღებულია არა სკოლის, არამედ ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე.

შსს-ს მტკიცებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ-სივრცეში ატვირთვის ფაქტის და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენის მიზნით.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ-სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება. კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას", - აღნიშნავენ შსს-ში.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე „გარყვნილი ქმედების" და „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის" მუხლებით აღძრა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)

მთავარი თემები