22:12 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
40210

ბრალდებულები სოციალურად დაუცველ მოქალაქეს მერიის მაღალჩინოსნების დახმარებით ბინის საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითური განზრახვით დაუკავშირდნენ სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნეს იგი, რომ 5 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დახმარებით ისინი შეძლებდნენ მისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემას.

მამაკაცმა მათ თანხის ნაწილი – 1 ათასი ლარი გადაუხადა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

მთავარი თემები