01:35 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
საპატრულო პოლიცია

კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
120 0 0

დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი მამაკაცის საცხოვრებელი  ბინის ჩხრეკისას ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე. წ. აბრეზი და სხვადასხვა კალიბრის 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მეორე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი თემები