მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე: დაკავებულებს სასჯელი შეეფარდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. საქმეზე წინასწარი მოსმენა 18 აპრილს გაიმართება.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრასთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს გამოძიების დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

მოსამართლემ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ხუთიდან ოთხი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იყო, რაც დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს ზრდიდა.   

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები

რაც შეეხება დანაშაულის დეტალებს: გამოძიებით დადგინდა,რომ 19 თებერვალს, ურთიერთობების გარჩევისას 33 წლის ლაშა სიხარულიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 42 წლის ბესიკ ბიძინაშვილი. ამის შემდეგ 39 წლის ალექსანდრე ბიძინაშვილმა, მედიის ინფორმაციით, დაჭრილის ძმამ,  საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა 49 წლის ზვიად ჯაფარიძე.  

კონფლიქტის დანარჩენი მონაწილეები ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ მოგვიანებით ყველა დააკავა, გარდა ალექსანდრე ბიძინაშვილისა, რომელსაც აქამდე ეძებენ განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

რაც შეეხება დაჭარილ ბესიკ ბიძინაშვილს, ის კვლავ საავადმყოფოში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში.

ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. საქმეზე წინასწარი მოსმენა 18 აპრილს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0