შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით აეროპორტში 25 წლის ქალი დააკავეს

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0