მკვლელობა გლდანში: მამაკაცის მკვლელს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის მოწმეს შეუტყობინებლობისთვის ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მკვლელობა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში 2018 წლის 15 ივნისს მოხდა. პროკურატურის მონაცემებით, მსჯავრდებულმა ბინაში დანით დაჭრა 32 წლის მამაკაცი მკერდის არეში და მიიმალა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი ძველი უთანხმოება იყო.

დაკავება - Sputnik საქართველო
შურისძიების მიზნით ჩადენილი მკვლელობა გლდანში - დაკავებულია ორი პირი

პოლიციელებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მისი 36 წლის მეგობარი, რომელიც მკვლელობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

35 წლის მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობდა. მის 36 წლის მეგობარს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობაში, მას 2 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც ერთ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ერთი წელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა ერთი წელი. მას ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა  ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0