13:52 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
Бригада Скорой медицинской помощи на выезде

ბათუმში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ვირუსები უტევს (22)
88 0 0

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ვირუსით ინფიცირების დინამიკამ იკლო და ამ დროისთვის რეანიმაციაში მხოლოდ ხუთი პაციენტი რჩება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბათუმში გუშინ H1N1 ვირუსის გართულებით 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაცით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულება „მედინაში“ ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით ერთი თვის წინ შეიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ლაბორატორიულმა კვლევებმა H1N1 ვირუსი დაადასტურა.

„112“-ს „ღორის გრიპის“ გამო თითქმის 50 ათასმა ადამიანმა მიმართა>>>

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, თუმცა განმარტავენ, რომ პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

რეგიონში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს მერვე შემთხვევაა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ვირუსით ინფიცირების დინამიკამ იკლო და ამ დროისთვის რეანიმაციაში მხოლოდ ხუთი პაციენტი რჩება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა ას ათას ადამიანზე 211-ს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როცა ეს რიცხვი მინიმუმ 450 ადამიანს აღწევს. ამ სეზონზე H1N1 ვირუსით ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაავადების შემთხვევები მცირდება, თუმცა გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ ცირკულირებს.

სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.

„ღორის გრიპი" მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერწვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიური უწოდეს, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

 

თემები:
საქართველოს ვირუსები უტევს (22)

მთავარი თემები