19:46 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
16100

ამ დროისთვის „გირჩის“ სამი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ათასობით ადამიანის დასჯა მოუწევს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ფარული ჩანაწერების საქმეზე „გირჩის“ სამი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა. მათგან 16 ადამიანი ინახავდა სკანდალურ ვიდეოჩანაწერს და მას მობილური აპლიკაციის მეშვეობით სოციალურ ქსელში ავრცელებდა, ერთმა პირმა კი ეს ჩანაწერები Youtube-ზე ატვირთა.

„ზუსტად რა ბრალდება აქვს ყველას ჩვენს აქტივისტს არ ვიცი, რადგან ყველასთან კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია ამბობენ, რომ მათ უბრალოდ მიიღეს „ინბოქსში“ ფაილები და  მათ ნაწილს ეს ნანახიც კი არ აქვს. ცხადია, უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ატვირთა ფაილები და მასობრივად გაავრცელა, თუ სახელმწიფო აპირებს, რომ დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ეს ფაილი მიიღო და ვინც ნახა, მათ მოუწევთ ათასობით ადამიანის დასჯა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დაკავებულია პირი, რომელმაც Youtube-ზე დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები ატვირთა >>

ინტიმური ხასიათის სკანდალური ვიდეო ინტერნეტში 28 იანვრიდან გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

ამ წუთებში მიმდინარეობს დახურული სასამართლო პროცესი, რომელზეც 9 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი წყდება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები