დაკავებულია პირი, რომელმაც Youtube-ზე დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები ატვირთა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ბრალად ედება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა და ინტერნეტის მეშვეობით გავრცელება

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადამიანი, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები Youtube-ზე ატვირთა, განაცხადა პარასკევს საღამოს ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

„მორალური ტერორის მცდელობა" – წულუკიანი ბესელიას შესახებ ვიდეოს გავრცელებაზე >>

ბესელიას თქმით, ინტიმური ხასიათის სკანდალური ვიდეო ინტერნეტში 28 იანვრიდან გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). ამ დროისათვის დაკავებულია 16 ადამიანი, რომლებიც ინახავდნენ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს და მას მობილური აპლიკაციის მეშვეობით სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
სკანდალური ვიდეოჩანაწერები ბესელიაზე – დაკავებულია 16 პირი

„სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ Youtube-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაკავებული პირის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება“, - აღნიშნა ბორცვაძემ.

მისი თქმით, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

„გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადა ბორცვაძემ.

ბესელიას თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის სისხლის სამართლის საქმის მასალებში ინახებოდა. მაშინ სხვადასხვა პოლიტიკოსების მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ვედოჩანაწერები სოციალურ ქსელში აიტვირთა და ამ ჩანაწერები ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანმა ნახა. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დამზადდა.

სკანდალური ვიდეო ბესელიაზე – დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი >>

რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, ბესელიამ მიანიშნა, რომ ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება შეეძლოთ იმ პირებს, ვისაც 2016 წელს გახსნილი საქმეების სასამართლო მასალებთან აქვს წვდომა. მისი თქმით, საეჭვოა, რომ ეს დაემთხვა მის კონფლიქტს მოსამართლეებთან, რომლებსაც უზენაეს სასამართლოში მოხვედრა სურთ.

ყველა ახალი ამბავი
0