18:32 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)
399 0 0

ბესელიას შესახებ ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლებს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებამ საზოგადოებას მოუწოდა, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

„ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები", – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს, რაც ჩადენილია არაერთგზის. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი – ირმა და ინგა ხაროიშვილები სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეოს გავრცელების საქმეზე დააკავა.

ბოლო პერიოდში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გავრცელდა. პირველი ვიდეო 28 იანვარს სოციალური ქსელით პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის რძალმა მიიღო. როგორც კი ჭიჭინაძემ ამის თაობაზე განაცხადა, ის და მისი რძალი პოლიციაში დაკითხვაზე გამოიძახეს და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით. მსგავსი ხასიათის ვიდეჩანაწერები გუშინაც გავრცელდა.

ბესელიას თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო სამი წლის წინანდელ სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეში იდო მტკიცებულებად. მაშინ სოციალურ ქსელში ინტიმური ხასიათის ვიდეო სხვადასხვა პოლიტიკოსზე გამოქვეყნდა და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი, მისი ნახვა ბევრმა მოასწრო. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩაიწერა, ანუ 2012 წლამდე.

 

თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)

მთავარი თემები