ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების გამო სოციალური მუშაკები სამსახურიდან გაუშვეს

© Pixabay / Greyerbabyმოწყენილი ბავშვი
მოწყენილი ბავშვი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. თბილისში ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებაზე დაყრდნობით.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გორში 9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს

ოთხი წლის გოგონა გარდაცვლილი 22 იანვარს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ოჯახში სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს კი, 6 იანვარს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, რომლის მიხედვით, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი.

„4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცა“, – განაცხადა ბარკალაიამ.

ბარკალაია განმარტებით, გათავისუფლებულებს შორის არის ის სოციალური მუშაკიც, რომელიც 6 იანვარს გავიდა შემთხვევის ადგილზე, საავადმყოფოში და შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

„თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, მათ შორის მეც, მათ შორის მინისტრიც", – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
ოთხი წლის გარდაცვლილი გოგონას დედას პატიმრობა შეეფარდა

საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოში პირველი განმარტება 23 იანვარს გააკეთეს. სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მარი წერეთლის განაცხადებით, ბავშვი 3,5 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო, რადგან დედამ მისი დაბადებისთანავე მიმართა სოციალურ სამსახურს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემა ითხოვა.

მარი წერეთლის მტკიცებით, დედა სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე აკითხავდა ბავშვს, ჩართული იყო მის განვითარებაში და პერიოდულად რამდენიმე დღით მიჰყავდა კიდეც. მისი თქმით, სოციალურ სამსახურს არასდროს დაუფიქსირებია ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები კონკრეტულად ამ ბავშვის, ან ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ.

გარდაცვლილი გოგონას დედა დაკავებულია სსკ-ის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0