ოთხი წლის გარდაცვლილი გოგონას დედას პატიმრობა შეეფარდა

© Pixabay / succoმართლმსაჯულების სიმბოლოები
მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა ქსოვრელის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია და არც საქმეში არსებობდა დანაშაულის ნიშნები.

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. თბილისში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოთხი წლის გოგონა გარდაცვლილი 22 იანვარს იპოვეს. მას ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დედა და მამინაცვალი ხშირად სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს კი, 6 იანვარს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, რომლის მიხედვით, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

საკანი - Sputnik საქართველო
ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალება თბილისში – ბავშვის დედას ბრალი წაუყენეს

გარდაცვლილი გოგონას დედა დაკავებულია სსკ-ის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

მოსამართლის განმარტებით, უნდა დადგინდეს, საბოლოოდ რამდენად იყო დედის მხრიდან გაუფრთხილებლობა. ამ პირობებში კი თავისუფლებაში ყოფნა არ არის მიზანშეწონილი.

„არსებობს უამრავი კრიტიკული კითხვა ბრალდებულის მიმართ. უნდა გამოიკითხოს ბევრი მოწმე. ნდობა არ არის გამოძიების ორგანოს მხრიდან ბრალდებულის მიმართ და არ არის სასურველი თავისუფლებაში იყოს. ეს ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას“, – აღნიშნა  მოსამართლემ.

პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა.

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განაცხადებით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ორდერი არის გამოწერილი მოძალადე ქალის მიმართ. შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს კანონი და იქ მითითებულია, რომ ბინის მესაკუთრეც კი, თუ მას ორდერი აქვს, უნდა გავიდეს ბინიდან. თავდაპირველად არასრულწლოვნის გაყვანა მოხდა“, - აღნიშნა პროკურორმა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი: „რა შემაკავებელი ორდერი, ბავშვს არავინ სცემდა"

პროცესის დაწყებისას პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

პროკურორმა განმარტა, რომ საქმის მასალები პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, რისი საჯაროდ გაჟღერებაც კანონდარღვევაა.

ლელა ქსოვრელის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია და არც საქმეში არსებობდა დანაშაულის ნიშნები.

„ორდერში წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის საცხოვრებელს, თუმცა დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო, რაც არ განხორციელდა. ამის შემდეგ თუ მიუახლოვდებოდა და ექნებოდა კომუნიკაცია, ასეთ დროს ექნებოდა დარღვევას ადგილი. ქალბატონი არ უნდა წასულიყო სახლიდან. მსხვერპლი უნდა განერიდებინათ“, - განაცხადა ადვოკატმა.

2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0