19:46 23 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

ტრაგედია თბილისში: უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
49401

უბედური შემთხვევა დღეს, დილით ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს, დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ამას სამართალდამცველები არ ადასტურებენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას დილით პაციენტი გადაჰყავდა, რა დროსაც მათი მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მუშებისთვის განკუთვნილ ჯიხურს დაეჯახა. შედეგად დაშავდნენ იქ მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მთავარი თემები