გორში 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის გრიპის გართულებული ფორმით მკურნალობას კლინიკაში კიდევ ორი მამაკაცი განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში", სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სკოლებსა და ბაღებში, შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს>>>

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა ქალმა საავადმყოფოს პარასკევს მიმართა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
ვირუსის გავრცელების გამო რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

კლინიკის დირექტორის დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.

ამ დროისთვის გრიპის გართულებული ფორმით მკურნალობას კლინიკაში კიდევ ორი მამაკაცი განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

3 იანვარს გორში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

საქართველოში, ბოლო მონაცემების მიხედვით, გრიპის ვირუსის 162 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა – ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0