01:11 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ქარიშხალი

ქარიშხალმა ბათუმში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (192)
127 0 0

დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა ორი ავტომობილი

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ძლიერმა ქარმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შსს–ს ინფორმაციით, დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა ორი ავტომობილი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ–ის 240–ე მუხლით, რომელიც სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დამნაშავეს ელოდება ჯარიმა, ან გამასწორებელი სამუშაოები ორი წლის ვადით, ან თავისუფლების შეზღუდვა ორ წლამდე ვადით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ძლიერი ქარის გამო მოსახლეობიდან 11 შეტყობინება შევიდა. ქალაქში ძირითადად დაზიანებულია ხეები.

თემები:
უამინდობა საქართველოში (192)

მთავარი თემები