ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ექს-ჩინოვნიკები დამნაშავედ ცნო

გამოწერა
მოსამართლემ 14 წლის წინ მომხდარ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გაახმოვანა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ხუთივე ფიგურანტი დამნაშავედ ცნო, იუწყება ტელეარხი Imedi.

ამირან რობაქიძე საპატრულო პოლიციამ 2004 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს მოკლა. ახალგაზრდის მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ოპოზიციამ ეს საქმე "ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა" რიცხვს მიაკუთვნა.

წერეთლის გამზირი თბილისში - Sputnik საქართველო
ახალი დეტალები ბუტა რობაქიძის საქმეში - ყოფილი მაღალჩინოსნის აღიარება

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ (2012 წელს) მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იყვნენ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა, შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზურაბ მიქაძე, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილების ყოფილი უფროსი ალექსანდრე გვაზავა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით იაშვილი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დონაძეს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბაქრაძე, რომელმაც დანაშაული აღიარა, ასევე დამნაშავედ ცნეს და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. იაშვილს 7 წლის ვადით პატიმრობა, მიქაძეს 5 წლითა და 3 თვით, ხოლო ფირცხალავას 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფირცხალავა უკვე იხდის სასჯელს სხვა საქმესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ალექსანდრე გვაზავას, იგი 2017 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

საქმის არსი

ინციდენტის დროს, რომელიც თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან 2004 წლის 23 ნოემბერს, გვიან საღამოს მოხდა, BMW-ს მარკის ავტომობილში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა — ამირან რობაქიძე, გიორგი წულუკიძე, ლევან ღონღაძე, პაატა ქიბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და კახაბერ აზარაშვილი.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
რატომ არ მივიდნენ დღევანდელ აქციაზე სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მშობლები

შსს-ს პრეს-სამსახურის ტელეგადაცემა "პატრულის" თანახმად, რომელიც ტელეარხ „რუსთავი 2"-ის (Rustavi2) ეთერში გადიოდა, პოლიციამ "ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფი" დააკავა, რომელთაგან წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლულ იქნა ერთ-ერთი — 19 წლის ამირან რობაქიძე, დანარჩენები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით გარდაცვლილის ოჯახის, მასმედიის, საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ დამტკიცდა, რომ ეს საქმე გაყალბებული იყო. პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ მოკლა უიარაღო ადამიანი "შემთხვევით, გაუფრთხილებლობის გამო". შედეგად, ბაშალეიშვილი პოლიციის რიგებიდან გარიცხეს და „იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო" მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს საქმის განხილვა განახლდა. პროკურატურამ დაადგინა, რომ საქმის მასალები გაყალბებული იყო და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დააპატიმრეს სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა და შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზურაბ მიქაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0