თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უბედური შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავტომობილის მძღოლი, რომელიც მარტო მგზავრობდა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.