06:04 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
პოლიცია დამნაშავეს აკავებს

სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (860)
39910

მინდია გოგოჭურს იარაღის უკანონო შენახვა ედება ბრალად.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირია დაკავებული, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე გოგოჭურის მიერ ნაქირავებ ბინაში გუშინ, გვიან ღამით ჩატარდა.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, გოგოჭურთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, გვარად რაზმაძე. გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცლხსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არიან დაკავებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

გოგოჭური პირველად არ მოხვედრილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ივლისში იგი თავდასხმისას ფეხის არეში დაჭრეს და საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

მანამდე, 2017 წლის იანვარში კი ის და მისი მეგობარი ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს.

მინდია გოგოჭური პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (860)

მთავარი თემები