06:04 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
თურქი სამართალდამცველები

თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

© AP Photo / Lefteris Pitarakis
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1487)
132 0 0

დაჯგუფების წევრებმა სტამბულში ჯერ ბიზნესმენი გაქურდეს, შემდეგ კი იუველირზე განახორციელეს თავდასხმა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გამოცემა Hurriyet Daily News-ზე დაყრდნობით.

თურქული მასმედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების ოთხი წევრი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, სტამბულში მოქმედებდნენ.

დაჯგუფების წევრებმა სტამბულში 16 ნოემბერს ბიზნესმენი გაძარცვეს, რკინის საჭრელით დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა გასტაცეს.

მეორე თავდასხმა კი დაჯგუფებამ სულთანღაზის რაიონში, იუველირზე განახორციელა. მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. აღნიშნულ ფაქტს სამართალდამცველიც შეესწრო, რომელმაც ცეცხლი გახსნა. დაჯგუფების წევრებმა მიმალვა სცადეს. პოლიციელმა ერთ-ერთი მათგანის დაკავება შეძლო, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.

სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მოგვიანებით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. დანარჩენი ეჭვმიტანილების დასაკავებლად კი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1487)

მთავარი თემები