ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტს პოლიცია იძიებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის იყო.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება დაიწყეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

ნიკა რურუა - Sputnik საქართველო
ნიკა რურუა გარდაცვლილი იპოვეს

სამინისტროს ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. 

„პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის იყო.

2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ტელე-რეჟისურის ფაკულტეტი.

2001 წელს რურუამ ჯორჯიის შტატის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო.

შეიარაღებული თავდასხმა თბილისში  – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი >>

პოლიტიკური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც იმ დროისთვის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის დეპუტატი გახდა. რურუა იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2008 წლის ოქტომბერში რურუა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გახდა. აღნიშნული თანამდებობა 2012 წლამდე ეკავა.

იგი ბოლო მომენტამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0