რუსეთი საქართველოს ძმები გლუშკოვების გადაცემას სთხოვს

© Pixabay / Ichigo121212ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიჟეგოროდსკის ოლქის ადგილობრივი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი ვლადიმირ გლუშკოვი და მისი ძმა ალექსანდრ გლუშკოვი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებიან

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას ალექსანდრ და ვლადიმირ გლუშკოვების ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა. ძმები სამშობლოში თაღლითობასა და მექრთამეობაში არიან ბრალდებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия პროკურატურის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

ვლადიმირ გლუშკოვი ნიჟეგოროდსკის ოლქის ადგილობრივი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატია. ძმები საქართველოში ამა წლის აგვისტოში დააკავეს. ისინი რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლით იძებნებოდნენ. გლუშკოვებს ბრალად ედებათ ქალაქ ბალახნაში ავტოსადგურის რეკონსტრუქციის დროს თაღლითობა და ქრთამის აღება. ამჟამად ძმები წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებიან.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურისგან მიიღო შუამდგომლობა 1976 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ვლადიმირ გლუშკოვისა და 1973 წლის 9 აგვისტოს დაბადებული ალექსანდრ გლუშკოვის ექსტრადიციის შესახებ შესაბამისი დოკუმენტებით. ამ დროისთვის განიხილება ავლდიმირ და ალექსანდრ გლუშკოვების ექსტრადიციის საკითხი და გადაწყვეტილება საექსტრადიციო მასალების შესწავლის მერე იქნება მიღებული“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ადამიანი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
რუსი ჰაკერი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

ტელეკომპანია Rustavi2–მა 17 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) ერთ–ერთი გავლენიანი ადამიანი ძმები გლუშკოვებისგან 300 ათას დოლარს ითხოვდა პოლიტიკური თავშესაფრის სანაცვლოდ. ტელეკომპანია აცხადებდა, რომ კორუფციულ სკანდალში გარეული არიან საქართველოს მთავარი პროკურორის ორი მოადგილე – მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე.

იმავე დღეს სუს–მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გლუშკოვების საქმეზე დააკავეს სუს–ის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულები დაუკავშირდნენ გლუშკოვების ნათესავს და მას, 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ძმების გათავისუფლებას დაჰპირდნენ.

ორივე ფულის გადაცემის დროს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჯგუფური თაღლითობის მცდელობის მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0