ქარელში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Denis Aslanovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

ტყის ხანძარი ბაღდათის რაიონში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბაღდათში - ადგილზე დამატებითი ძალები გადაისროლეს

ხანძარი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. სააგენტოს ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებმა ოთახში 50 წლის მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

დამწვარია სახლის სახურავი - 120 კვადრატული მეტრი ფართობი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0