იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს

© Sputnik / Alexander Imedashvili TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი
 TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ადგილობრივების ვარაუდით, დამნაშავემ ფოიეში შეღწევა და აპარატის გატანა ცენტრალური კარიდან მოახერხა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ქუთაისში კორეელმა ტურისტმა ლიეტუველი გაქურდა

„სოფელში გავიგე, რომ ბანკი იყო გაქურდული, დავურეკე მეგობრებს და მითხრეს, რომ ჩასარიცხი აპარატია წაღებულიო. ეტყობა, კარები გახსნეს“, - აღნიშნა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა არზუმან აბასოვმა „რუსთავი2“-თან საუბარში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე თანხა.

ბანკში ამ დროისთვის შეჩერებულია ფინანსური ოპერაციების ნაწილის შესრულება.  მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალიდან გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0