ზუგდიდის ექს-მერი და მისი მოადგილე სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხეში დაელოდებიან

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის არგუმენტებს, რომ ბრალდებულმა ექს-ჩინოვნიკებმა, შესაძლოა, გამოძიებაზე ზეწოლა მოახდინონ

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიას და მის მოადგილე გია გულორდავას, რომლებსაც ქრთამის აღება ედება ბრალად, იუწყება პირველი არხი.

კორუფცია ზუგდიდში - დაკავებულია ექს-მერი და მისი მოადგილე >>

გულორდავას ადვოკატი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა, ხოლო გოგიას დაცვის მხარე საერთოდ მოითხოვდა, რომ აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული. მაგრამ სასამართლომ პროკურატურის არგუმენტები გაითვალისწინა, რომელიც გამოძიების მსვლელობაში გოგიას და გულორდავას შესაძლო ჩარევის საფრთხეზე მიუთითებდა.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
რის გამო შეუცვალეს ბრალდება დეპუტატ თემურ გორგაძეს

საქმის მასალების თანახმად, წლის პირველ ნახევარში ბრალდებულებმა მოქალაქისგან 21,5 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამი მიიღეს. სანაცვლოდ ჩინოსნებს გულუას კუთვნილი ბაღი და ზუგდიდის სარკინიგზო სადგურის მიმდებარე ტერიტორია აუქციონზე უნდა გაეტანათ.

დაკავებულებს წარედგინათ ბრალდება მუხლით „ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება“, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

გოგია ზუგდიდის რაიონის მერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, 12 სექტემბერს მან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

მეორე დღეს მედიაში გავრცელდა გოგიას და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას საუბრის სკანდალური აუდიოჩანაწერი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩინოვნიკებს ქრთამი სწორედ კვირკვიამ მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0