რის გამო შეუცვალეს ბრალდება დეპუტატ თემურ გორგაძეს

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს დეპუტატს თაღლითობისთვის შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის საკრებულოს დეპუტატ თემურ გორგაძეს ბრალის კვალიფიკაცია თაღლითობით შეეცვალა, განაცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე ქრთამის აღების ფაქტზე 28 თებერვალს დააკავეს. მან საქართველოს მოქალაქეს შეწყალების კომისიის საშუალებით ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით 7 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. მოგვიანებით მის ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალეს.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თაღლითობა სიცოცხლის ფასად - კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ციხეში ჩასვეს

ქუმსიაშვილის განცხადებით, გორგაძეს წარუდგინეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თაღლითობას გულისხმობს. მათ საქმის მასალები უკვე გადასცეს. გორგაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს წაყენებული ბრალდებით და დუმილის უფლებას იყენებს. ის მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ არ ჩაუდენია ის, რაშიც ბრალს დებენ, აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმის დეტალები არ გაამხილა და ეს თავად გორგაძის ინტერესებით ახსნა.

საკრებულოს დეპუტატის ახალი ბრალდება შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0