ცრუ შეტყობინება ბომბის შესახებ: სიდედრი სიძეზე იყო გაბრაზებული

CC BY-SA 2.0 / Alec Wilson / HA-LWFავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისი-ვარშავას თვითმფრინავში ბომბის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიციის განყოფილებას ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცნობათა ბიუროს ტელეფონზე დარეკა უცნობმა ქალბატონმა და განაცხადა, რომ რეისში მჯდომ ერთ-ერთ კონკრეტულ პიროვნებას და მის თანმხლებ პირს ააფეთქებდა.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ქუთაისი-ვარშავას თვითმფრინავი ბუქარესტში ავარიულად დაეშვა: ბორტზე ბომბს ეძებენ

სამართალდამცველებმა ქალის ვინაობა უკვე დაადგინეს. მან სამართალდამცველებთან სატელეფონო გამოკითხვისას განაცხადა, რომ გაბრაზებული იყო სიძეზე, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა და აღელვების ნიადაგზე დარეკა ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორთან.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამჟამად თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე. შემოწმების პროცესი დასრულებულია და მგზავრების ჩასხდომა დაიწყო.

TV Pirveli-ის ეთერში სიტუაციასთან დაკავშირებით  კომენტარი რუმინეთში საქართველოს საკონსულოს მრჩეველმა დავით კაპანაძემ გააკეთა.

ავიაშემთხვევა ტრაბზონში: თვითმფრინავი ასაფრენ ზოლს ასცდა და ციცაბო ფერდზე გადაიჩეხა >>

„ბორტზე იმყოფება 173 მგზავრი. ტერმინალში და აეროპორტში სიმშვიდეა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას გაფრინდება“, - განაცხადა კაპანაძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0