ქუთაისი-ვარშავას თვითმფრინავი ბუქარესტში ავარიულად დაეშვა: ბორტზე ბომბს ეძებენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikovავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ბომბს ეძებენ ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ქუთაისი-ვარშავას რეისს ასრულებდა, ავარიულად დაეშვა ბუქარესტში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ქუთაისის აეროპორტში შევიდა. თვითმფრინავის ბორტზე ბომბის ძებნა ჯერ კიდევ ჰაერში დაიწყეს. თვითმფირნავზე მყოფი 173-ვე მგზავრი ევაკუირებულია. სპეცოპერაცია ამ წუთებში ბუქარესტის აეროპორტში მიმდინარეობს.

ბუქარესტის აეროპორტში ანტიტერორისტეული სამსახურის თანამსრომლების გარდა მობილიზებული არიან მეხანძრეები და მედიკოსები. მგზავრების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0