მარტვილში მამაკაცს თევზსაჭერი მოწყობილობა აუფეთქდა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, თევზსაჭერი მოწყობილობა კუსტარულად იყო დამზადებული.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში 65 წლის მამაკაცს თევზის საჭერი მოწყობილობა აუფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - მამაკაცს კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აუფეთქდა

გავრცელებული ინფორმაციით, თევზის საჭერი მოწყობილობა, სავარაუდოდ, კუსტარულად იყო დამზადებული.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0