თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. წალენჯიხის მუნიცაპალიტეტში 25 წლამდე ასაკის მამაკაცს კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აუფეთქდა. იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ინფორმაცია კორესპონდნეტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაუდასტურა.
როგორც ბესიკ ფარცვანიამ განაცხადა, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მისივე განცხდებით, დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, თუმცა საქმე რა მუხლითაა აღძრული, უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
ჯემალ ღამბაშიძე