სოლოლაკში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სპეციალისტები მუშაობენ.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავარიული სახლის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ჩაიკოვსკის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. საბედნიეროდ, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამოშლილი კლდე - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

როგორც თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ მიხეილ გოგორიძემ განაცხადა, სახლს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, მაგრამ გამაგრებას არ ექვემდებარება. მისი ინფორმაციით, მთაწმინდის გამგეობამ მოსახლეობის ნაწილი ქირით გაიყვანა, ხოლო დარჩენილ 17 ოჯახთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"სახლი არის ისტორიული ძეგლი. არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში და არ ექვემდებარება გამაგრებას. შესაბამისად, ჩვენ შეთავაზებული გვაქვს მოსახლეობისთვის ქირა. ნაწილი მოსახლეობის გაყვანილი გვყავს. დარჩენილ მოსახლეობას კიდევ შევთავაზებთ ქირით გაყვანას", – განაცხადა მიხეილ გოგორიძემ.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0