12:41 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
108 0 0

მამაკაცმა მიმალვა სცადა,  თუმცა, სამართალდამცველებმა ის მეზობელ ეზოში მალევე დააკავეს

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მცდელობის გამო რუსთავში 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია სააგენტო „ინფო რუსთავის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 30 წლამდე ქალს მამაკაცი თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა.

ქალის ყვირილის ხმა გამვლელმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ. მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მეზობელ ეზოში რამდენიმე წუთში დააკავეს.

შემთხვევა 19 ოქტომბერს მოხდა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე  და 150-ე მუხლით, რაც ძალადობას და ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები